ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია მწვავდება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია მწვავდება

1631525
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია მწვავდება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორივე მხარის სულ მცირე 13 მოქალაქე გარდაიცვალა, 165 კი დაშავდა.

ცნობისათვის,  ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ოთხსაბათს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტი ყირგიზ და ტაჯიკ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მეორეს მხრივ,  ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება და მოსახლეობას, პოლიტიკურ ძალებს და მედიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.  

გარდა ამისა, რეგიონიდან ყირგიზეთის თითქმის 800 მოქალაქე გადაყვანილ იქნა უსაფრთხო ზონაში.


საკვანძო სიტყვები: #ტაჯიკეთი , #ყირგიზეთი

მსგავსი ინფორმაციები