ირანი, იემენის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა

ირანი, იემენის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა

1630873
ირანი, იემენის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ იემენის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, პოლიტიკური გზაა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზარიფიმ, ომანის დედაქალაქ მუსკატში შეხვედრა გამართა ჰუსიტების მთავარ მომლაპარაკებელ, მუჰამედ აბდუსელამთან. შეხვედრაზე იემენში მიმდინარე ბოლო მოვლენები იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ იემეში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებსა და მთავრობსი დაქვემდებარებაში მყოფ ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ცნობისათვის, იემენში, სადაც დიდი ხანია პოლიტიკური არასტაბილურობაა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები, 2014 წლიდან მოყოლებული დედაქალაქ სანას და სხვა ზოგიერთ რეგიონებს აკონტროლლებენ.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოალიციური ძალები კი  2015 წლის მარტიდან მხარს უჭერენ იემენის მთავრობას, ჰუსიტების წინააღმდეგ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #იემენი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები