მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი ისევ გაიზარდა

მთლიანობაში 710 ადამიანი დაიღუპა, 3 ათას 80 კი დაკავებულია

1620026
მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი ისევ გაიზარდა

მიანმარში სამხედრო გადატრიალების და მთავრობის არჩეული წევრების დაკავების გასაპროტესტებლად გამართული აქციების უსაფრთხოების ძალების მხრიდან შეიარაღებული დარბევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 710-მდე გაიზარდა.

პოლიტპატიმრთა დახმარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კიდევ 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტი.

აქვე აღნიშნულია, რომ მთლიანობაში 710 ადამიანი დაიღუპა, 3 ათას 80 კი დაკავებულია.

ანგარიშის მიხედვით, გადატრიალების მოწინააღმდეგე 697 ადამიანის დაკავების გადაწყვეტილებაა მიღებული.

აღინიშნა, რომ მათგან, ვინც ამ დრომდე დაიღუპა, 50 ბავშვია.

მეორეს მხრივ, ბევრმა მშვიდობიანმა მოქალაქემ ქალაქ ბაგოში, სადაც მიანმარის არმიამ მომიტინგეების წინააღმდეგ შეიარაღებული ჩარევით მინიმუმ 82 ადამიანი მოკლა, საკუთარი სახლები მიატოვა.

მიანმარის პრესასთან საუბრისას, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიანმარის არმიის მიერ 10 აპრილს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა სახლები მიატოვა და ქალაქის მახლობელ სოფლებს თავი შეაფარა.



მსგავსი ინფორმაციები