მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი 581-მდე გაიზარდა

დაღუპულთა მთლიანი რაოდენობა 581-მდე, დაკავებულთა კი 2 ათას 750-მდე გაიზარდა

1616206
მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი 581-მდე გაიზარდა

მიანმარში სამხედრო გადატრიალებისა და არჩეული მთავრობის წევრების დაკავების მოწინააღდეგეთა საპროტესტო გამოსვლების უსაფრთხოების ძალების მიერ იარაღის ძალით დაშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 581-მდე გაიზარდა.

პოლიტიკურ პატიმართა დახმარების ორგანიზაციის (AAPP) ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათში 11 ადამიანი დაიღუპა.

იქვე აღნიშნულია, რომ დაღუპულთა მთლიანი რაოდენობა 581-მდე, დაკავებულთა კი 2 ათას 750-მდე გაიზარდა.

გადატრიალების მოწინააღმდეგე 463 ადამიანის შესახებ კი დაკავების გადაწყვეტილებაა მიღებული.

მეორეს მხრივ, ცნობილი გახდა, რომ მიანმარის არმიამ დაარბია ეკლესიები კაჩინის შტატში მომიტინგეების მოსაძებნად.

ინტერნეტ გვერდის The Irrawaddy-ის ინფორმაცით, პროვინციის რაიონ მოჰნინში სამხედროები, იმ მოტივით, რომ იქ მომიტინგეები იმალებიან, ზოგიერთ ეკლესიაში შეიჭრნენ და შიგნით მყოფებს თავს დაესხნენ.  

ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა ამ ეკლესიების კარი შეამტვრიეს და ზოგიერთი ნივთი დააზიანეს.



მსგავსი ინფორმაციები