ევროკავშირმა ვენესუელას წარმომადგენელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა

ევროკავშირმა ვენესუელას წარმომადგენელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა

1591375
ევროკავშირმა ვენესუელას წარმომადგენელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა

ევროკავშირმა, ვენესუელის ევროკავშირში დიპლომატიურ მისიაში წარმომადგენელი, ელჩი კლაუდია სალერნო კალდერა, ”პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ვენესუელამ ევროკავშირის წარმომადგენელის მიმართ მიიღო.

”ევროკავშირი ვენესუელას გადაწყვეტილებას სრულიად უსამართლოდ მიიჩნევს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიზანს, განვითარდეს ურთიერთობები და პარტნიორობა მესამე ქვეყნებთან.”-ნათქვამია განცხადებაში.

23 თებერვალს ევროსაბჭომ გამოაცხადა, რომ გადაწყდა ვენესუელას 19 ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესება იმ მოტივით, რომ ისინი "ზიანს აყენებენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს".

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეაზამ ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყანაში „პერსონა ნონგრატად“ გამოაცხადა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის მიერ ვენესუელის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების გამო.

2020 წლის 29 ივნისს პრეზიდენტმა ნიკოლას მადურუს მთავრობამ ქვეყანაში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და მოგვიანებით უარი თქვა ამ გადაწყვეტილებაზე.



მსგავსი ინფორმაციები