ჯოზეფ ბორელი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა

ჯოზეფ ბორელი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა

1573797
ჯოზეფ ბორელი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 4 თებერვალს  ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა.

ჯოზეფ ბორელი იქნება ევროკავშირის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც 2017 წლის შემდეგ რუსეთს ეწვევა. ბორელი, რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა,  ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობები იქნება.

ევროკავშირის წარმომადგენელი, ვიზიტის დროს ასევე რუსეთის საქმიანობას უკრაინაში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლას, ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების გაგრძელების მნიშვნელობას და აგრეთვე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაკავების საკითხებსაც განიხილავს.


საკვანძო სიტყვები: #ვიზიტი , #რუსეთი , #ჯოზეფ ბორელი

მსგავსი ინფორმაციები