ჰოდეიდას პოლიციის უფროსი მოკლეს

ჰოდეიდას პოლიციის უფროსი მოკლეს

1573063
ჰოდეიდას პოლიციის უფროსი მოკლეს

იემენში ქალაქ, ჰოდეიდას პოლიციის უფროსი გენერალი, იბრაჰიმ ჰარიდი  ქალაქ ადენში მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, იემენის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, SABA ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტმა, აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადიმ საკითხთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა.

ჰოდეიდას გუბერნატორის მოადგილე, ველიდ ალ-ქუდეიმი კი სოციალურ ქსელ, Twitter-იდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნავს, რომ იბრაჰიმ ჰარიდი ქალაქ ადენში, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ადგილობრივი სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ჰოდეიდას პოლიციის უფროსი წამებით არის მოკლული.



მსგავსი ინფორმაციები