ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 943 ათას 180-ს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 943 ათას 180-ს გადააჭარბა

1561077
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 943 ათას 180-ს გადააჭარბა
super foto fransa korona 3.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 943 ათას 180-ს, ვირუსით დაავადებულთა 90 მილიონ 693 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 64 მილიონ 813 ათასს გადააჭარბა.

კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში 383 275-მდე გაიზარდა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი 22 მილიონ 917 ათასზე მეტია. ნიუ – იორკის ორ რეგიონში შეიქმნა ვაქცინაციის მეგაცენტრი, რომელიც დააჩქარებს ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინაღმდეგ ძირითადი მომსახურე პერსონალის ვაქცინაციის პროცესს.

ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მექსიკაში 133 ათას 706-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 1 მილიონ 534 ათას 39-მდე მოიმატა. ტამაულიპასის შტატში აღმოაჩინეს კორონავირუსის უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში წარმოიქმნა.

კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად საფრანგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 151 ადამიანი გარდაიცვალა და 15 ათას 944 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ -19 – ით ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 67 ათას 750 შეადგინა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონ 783 ათას 256-ია.

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 361-ით გაიზარდა და 78 ათას 755 შეადგინა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 ათას 627-ით 2 მილიონ 276 ათას 491-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები