ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ვაშინგტონში მომხდარი მოვლენების გამო ადგილობრივი დროით 18.00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა

1558822
ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ
000_8YA6XJ.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში მომხდარი მოვლენების გამო ადგილობრივი დროით 18.00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა.

დედაქალაქში დემონსტრაციაში მონაწილე ტრამპის ზოგიერთმა მხარდამჭერმა პოლიციის ბარიკადი გაარღვია და კონგრესის შენობაში შეიჭრა.

ამის გამო კონგრესში სხდომა, რომელზეც ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა უნდა დამტკიცდეს, შეჩერდა და სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შენობიდან გაიყვანეს.

კონგრესის შენობაში შესული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით დემონსტრანტებს მოუწოდა "მშვიდობიანად დარჩნენ".

განვითარებული მოვლენების შემდეგ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ტრამპმა დემონსტრაციამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას და არ შეწყვეტს ბრძოლას.

ტრამპმა, 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასადასტურებლად გამართული კონგრესის სხდომისთვის ვაშინგტონში შეკრებილ მის მომხრეებს ტყვიაგაუმტარი მინის უკნიდან მიმართა და განაცხადა: „დემოკრატებმა ავრჩევნები გააყალბეს.“

ტრამპმა განაცხადა, რომ ის არჩევნების ნამდვილი გამარჯვებულია და დაამატა: ”მე არასოდეს ვაღიარებ დამარცხებას, არ დავთმობ”.



მსგავსი ინფორმაციები