ფლორიდის უნივერსიტეტში გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა

დაიღუპა1, დაშავდა 6 კაცი

930934
ფლორიდის უნივერსიტეტში გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა

 

ამერიკის შეერთებულმა შტატების ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის (FIU) კამპუსში მდებარე ფეხით მოსიარულეთა ზედა გადასასვლელი, რომელსაც ხშირად იყენებენ სტუდენტები, ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ცნობებით ერთი კაცი დაიღუპა.

აშშ-ს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიამიში მდებარე კამპუსის ჩრდილოეთ გასასვლელთან გასული კვირის ბოლოს, ყველაზე ხალხმრავალი პროსპექტის თავზე, ზედა გადასასვლელი გააშენეს და სწორედ ეს გადასასვლელი ჩამოინგრა.

მაიამი დედეს რაიონის მერის, კარლოს გიმენეზის განცხადებით ერთი კაცი დაიღუპა, 6 დაშავდა და ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო ამის პარალელურად ნანგრევების ქვეშ დარჩა 8 ავტომობილი.

FIU-ის უნივერსიტეტიდან სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებული განცხადებით სტუდენტებს აუკრძალეს ნანგრევებთან ახლოს მისვლა.

ამავე ცნობით ადგილზე მუშაობენ პოლიციის, ჯანდაცვის და სახანძრო რაზმები.

ხსენებულ უნივერსიტეტში 60 ათასამდე სტუდენტი სწავლობს



მსგავსი ინფორმაციები