როდის გადაიტანს ამერიკა საელჩოს იერუსალიმში?

როდის გადაიტანს ამერიკა საელჩოს იერუსალიმში?

822786
როდის გადაიტანს ამერიკა საელჩოს იერუსალიმში?

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანამ ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკები ხელმეორედ არ დაიწყება, თელ-ავივის საელჩოს, იერუსალიმში გადატანას არ აპირებენ. ტრამპმა ამის შესახებ ტელეარხ TBN-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება შეუძლებლად არ მიაჩნია. „ამჟამად ერთ გეგმაზე ვმუშაობთ. ყველა აცხადებს, რომ ეს გეგმა გამოუდეგარია რა, ისრაელ პალესტინას შორის შეთანხმება რთულია, მაგრამ, ჩვენ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სანამ საელჩოს თელ-ავივში გადავიტანდეთ, კიდევ ერთხელ მინდა ვცადოთ მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირება. ახლო მომავალში ამის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.   



მსგავსი ინფორმაციები