მაშველები უკრაინაში ავიაიერიშის შემდეგ ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ

 

მაშველები უკრაინის ქალაქ ჟიტომირში აგრძელებენ ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს, რათა დაადგინონ, არიან თუ არა გადარჩენილები ავიაიერიშის შემდეგ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიადარტყმას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ბევრი დაშავდა და სერიოზულად დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.