პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ ერაყის მიერ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ელიან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ერაყის მიერ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ელიან

2136186
პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ ერაყის მიერ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ელიან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ერაყის მიერ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ელიან.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ერაყში გასულ თვეში დიდ დელეგაციასთან ერთად 13-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიული მნიშვნელობის იყო მისი შედეგებისა და გზავნილების თვალსაზრისით.

მისი თქმით, ერაყის მთავრობის მიერ PKK-ს აკრძალულ ტერორგანიზაციად გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ველით PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია უგულებელყოს ასეთი საფრთხე. უახლოეს პერიოდში სეპარატისტულ ტერორგანიზაციას საბოლოოდ გავანადგურებთ. ჩვენ არ მოვერიდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა“. - თქვა მან.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა ტერორიზმთან ბრძოლაში სიმტკიცეს და დაამატა: „როცა დრო მოვა, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ჩვენს დაუმთავრებელ საქმეს სირიაში, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა ჩვენი მოკავშირეების დაპირებების და არ შესრულების გამო. უახლოეს პერიოდში ჩვენ საბოლოოდ გავანადგურებთ სეპარატისტულ ორგანიზაციას, რომლის მანევრირების სივრცე შევიწროვდა ერაყსა და სირიაში ჩვენი ოპერაციების შედეგად“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები