ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთიდან გასვლისას სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს

გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთიდან გამგზავრებამდე სამხედრო მანქანებს ანადგურებენ. აშშ-ს არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ზოგიერთი იარაღი და ტექნიკა თალიბანის ხელში არ მოხვდეს.