თურქული პრესა 20.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2117619
თურქული პრესა 20.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ზონაში ათასობით ახალი სახლის მშენებლობა სწრაფად გრძელდება. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სახლების რაოდენობა აღემატება ევროპის მრავალი ქვეყნის მოსახლეობას და სახლების რაოდენობას. ერდოღანმა თქვა, რომ მათ მიწისძვრის ზონაში მსოფლიოში საუკეთესო კეთილმოწყობა განახორციელეს.

„სამიზნეა წლის ბოლომდე 200 ათასი ახალი სახლი“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: საუკუნის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 11 პროვინციაში კიდევ 30 ათას 723-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულმა მიიღო საცხოვრებელი. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ 1,5 თვეში მიწისძვრის ზონაში 76 ათასი ახალი სახლი ააშენეს და წლის ბოლომდე ამ რიცხვს 200 ათასამდე გაზრდიან.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ჩრდილოეთ ერაყის მეთინას, ზაპის, ჰაკურკის, გარასა და კანდილის რეგიონებში საჰაერო ოპერაციების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მიერ გამოსაყენებლად დადგენილი 27 სამიზნე განადგურდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „ჩვენი არცერთი მოწამის სისხლი არ დაგვიტოვებია და არც დავტოვებთ აუღებელს!“

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთმა და ერაყმა, რომლებიც შეთანხმდნენ ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს საფრთხის აღმოფხვრაზე, ყურადღება გაამახვილეს გადასადგმელ ნაბიჯებზე. უსაფრთხოების ასპექტი ანკარაში უახლოეს დღეებში ბაღდადიდან ჩამოსულ დელეგაციასთან ერთად გადაწყდება. მომზადდება 25-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი PKK-ს განეიტრალების მიზნით.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის ფოლადის მრეწველობის ექსპორტი წლის პირველ ორ თვეში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,8 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 503 მილიონ 142 ათას დოლარს მიაღწია. ფოლადის ექსპორტით პირველ ადგილზე რუმინეთი გახდა 192 მლნ 284 ათასი დოლარით. ამ ქვეყანას მოჰყვა იტალია 136 მილიონ 499 ათასი დოლარით და გერმანია 122 მილიონ 471 ათასი დოლარით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები