თურქული პრესა 12.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2114025
თურქული პრესა 12.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამადანის პირველ იფთარზე მოწამეთა და ვეტერანთა ახლობლებს შეხვდა. ერდოღანმა თქვა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით PKK-სა და FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული ბრძოლის ტოლფასია. პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ გავხადეთ თურქეთი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო.“

„ჩრდილოეთ ერაყში ტერორიზმი ზაფხულის თვეებში დასრულდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს, ისინი აღმოფხვრიან ტერორიზმის პრობლემას იმ წრის შესრულებით, რომელიც დაიცავს ერაყის საზღვარს. მინისტრმა გიულერმა თქვა: „ჩვენ სრულად ვართ გადაწყვეტილი, რომ შევქმნათ 30-40 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების დერეფანი ჩვენს საზღვრებთან“.

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „დასაქმების მაჩვენებელი თურქეთში ყველაზე მაღალ დონეზეა“ და მასში ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ უმუშევრობის მონაცემებმა აჩვენა უკეთესი შესრულება, ვიდრე საშუალოვადიანი პროგრამის მოლოდინი  იყო და დაამატა: „ჩვენმა დასაქმების დონემ მიაღწია უმაღლეს დონეს დღემდე, 49 პროცენტით“.

გაზეთი „Star“-ი ფაჰრეთთინ ალთუნის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ მათ დევიზი გაიხადეს ისრაელის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ფაქტების გამოვლენა. ალთუნმა თქვა, რომ დასავლური მედიისგან განსხვავებით, სააგენტო ანადოლუ (AA) და თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებენ, რათა ღაზის ფაქტები მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის დღის წესრიგში მოიყვანონ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ თურქეთის რეიტინგის და პერსპექტივის ამაღლება შეაფასა. შიმშექმა თქვა: „თურქეთის რეიტინგისა და პერსპექტივის ამაღლება ასახავს ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის სიძლიერეს“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები