თურქული პრესა 06.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2111569
თურქული პრესა 06.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. მკვლელი ისრაელის გენოციდზე მკაცრი რეაქციის გამომხატველმა ერდოღანმა განაცხადა: „ნეთანიაჰუ და მისი თანამზრახველები დაღვრილი სისხლისთვის პასუხს აგებენ კანონის და სინდისის წინაშე“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰაქან ფიდანის, აშშ-ში ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება თურქეთ-აშშ-ის სტრატეგიული მექანიზმის მე-7 შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც ხვალ გაიმართება. შეხვედრის დღის წესრიგში ბევრი საკითხია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლიდან დაწყებული ეკონომიკური თანამშრომლობით დამთავრებული.

გაზეთი „Star“-ი MİT-ის, „მოსადის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ეროვნული დაზვევრვის სამსახურისა (MİT) და სტამბულის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციაში დაკავებულ იქნა 7 პირი, რომლებიც დადგინდა, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიჰყიდეს ისრაელის სადაზვერვო სამსახურს (მოსადს).

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ანტალიაში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,82 პროცენტით გაიზარდა და 499 ათას 784-ს მიაღწია.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქული ორაგულის ექსპორტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარ-თებერვალში 24 პროცენტით გაიზარდა და 19 მილიონ 45 ათას 787 დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები