თურქული პრესა 19.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1693695
თურქული პრესა 19.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, გუშინ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას  თქვა, რომ თურქეთის შესაბამისი ინსტიტუტები გარკვეული ხანია რაც კონტაქტში არიან თალიბებთან. “ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ შეგვიძლია მივიღოთ თალიბანის ხელმძღვანელები და ამასთან მზად ვართ ყველა სახის თანამშრომლობა აღვადგინოთ ავღანელი ხალხის მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის. ჩვენ ასევე მივესალმებით თალიბების მხრიდან გავრცელებულ თავშეკავებულ და ზომიერ განცხადებებსაც," განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

Vatan-ი იუწყება, რომ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან და იქ მყოფი თურქი ჯარისკაცების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა: ”ჩვენ ვიღებთ ყველანაირი სიფრთხილის ზომებს, რათა სრულად დავიცვათ ჩვენი მეჰმეთჩიკების (ჯარისკაცების) უსაფრთხოება.“

"თშძ-მა  მფრინავი ციხე გააგზავნა ავღანეთში," ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თალიბების მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის კონტროლზე აყვანის შემდეგ, თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილი “A400 M“ ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც "მფრინავი ციხესაც" ეძახიან, ქაბულში დარჩენილი 200-ზე მეტი თურქი მოქალაქის ევაკუაციისათვის გააგზავნეს

Yeni Şafak-ი ლიბიის სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარის ხალიდ ალ მიშრის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი პასუხს აძლევს რა მოწოდებებს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერების თაობაზე, ამბობს, რომ ლიბიის ხელისუფლება სრულად უარყოფს და გმობს შეთანხმების გაყინვის შესახებ გავრცელებულ მოთხოვნებს

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით, გერმანელი და რუსი ტურისტები გვიან შემოდგომაზეც გააგრძელებენ თურქეთში ჩამოსვლას, რის საფუძველსაც იძლევა ხსენებული ქვეყნების ტურისტების მხრიდან ოქტომბერ-ნოემბრისათვის დაჯავშნული ადგილები



მსგავსი ინფორმაციები