ჰაქან ფიდანმა PKK-ს პროვოკაციების შესახებ განცხადება გააკეთა

ჰაქან ფიდანმა PKK-ს პროვოკაციების შესახებ განცხადება გააკეთა

2121418
ჰაქან ფიდანმა PKK-ს პროვოკაციების შესახებ განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთის ოპერაციებით კუთხეში მიმწყვდეული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK ატერორებს ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც მათ მიმართ მოთმენებას იჩენენ.

სტამბოლში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ PKK-ს მხარდამჭერები ბოლო დღეებში ბოროტად თავს დაესხნენ თურქეთის მოქალაქეებს ბელგიის ორ სხვადასხვა ქალაქში.

„ისინი ისე გათავხედდნენ, რომ ცულებით თავს დაესხნენ ჩვენს გენერალურ საკონსულოს გერმანიაში, ჰანოვერში“. - განაცხადა ფიდანმა და დაამატა, რომ მსგავსი პროვოკაციის მცდელობები საფრანგეთშიც იყო.

ფიდანმა თქვა: "რაც უფრო მეტს ვუტევთ, მით უფრო მეტად ექცევა PKK კუთხეში. რაც უფრო მეტად ექცევა კუთხეში, მით უფრო ატერორებს ქვეყნებს, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ითმენდნენ. ჩვენი სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ პირობებში. საკითხი ასე მარტივია“.



მსგავსი ინფორმაციები