ჰაქან ფიდანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

„ისრაელი მარტო დარჩა თავისი სისასტიკით“

2120826
ჰაქან ფიდანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის  შესახებ შეაფასა და თქვა: „ისრაელი მარტო დარჩა თავისი სისასტიკით“.

ჰაქან ფიდანი ადანაში იფთრის ვახშამის პროგრამას დაესწრო.

პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას ფიდანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღე და ღამე მუშაობს და იბრძვის თავისი ერისთვის.

ფიდანის თქმით, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ლოკალიზაციისა და ადგილობრივი წარმოების მაჩვენებელი 80 პროცენტამდე გაიზარდა.

„ძლიერი პოლიტიკური ნებით, მზარდ ეროვნულ საშუალებებთან და შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენ მოვიგერიეთ ყველა ტერორისტული ორგანიზაცია ქვეყნის შიგნით. ჩვენ არ დავუშვით და არც დავუშვებთ ტერორის დერეფანს სირიასა და ერაყში, მიუხედავად იმისა, ვინ დგას მის უკან. დღეს, მიუხედავად ყველა სახის რთული პირობებისა, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის უკრაინაში, ღაზაში, სამხრეთ კავკასიაში, ერაყში, ლიბიასა და ბალკანეთში, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თანამემამულეების და ჩვენი რელიგიური ძმების გადასარჩენად“.

ჰაქან ფიდანმა იფთრის ვახშამის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გაეროს მხრიდან ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული რეზოლუციაც შეაფასა და თქვა: „საერთაშორისო ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იძლევა შედეგს. გაეროს უშიშროების საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტისა და სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების მოწოდების შესახებ, ამის გამოვლინება იყო. ამჯერად, შეერთებულმა შტატებმაც კი ვერ შეუშალა ხელი გადაწყვეტილების მიღებას. ისრაელი დარჩა მარტო, მისი სისასტიკით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ვიყოთ პალესტინელების ხმა, ყველა პლატფორმაზე კონფლიქტის დასასრულებლად და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებით იქნება შესაძლებელი.“



მსგავსი ინფორმაციები