პრეზიდენტი ერდოღანი ისპარტაში მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტი ერდოღანი ისპარტაში მოსახლეობას შეხვდა

2118002
პრეზიდენტი ერდოღანი ისპარტაში მოსახლეობას შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ძალიან კარგია.

პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც ასევე არის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარეც, თავისი პარტიის ისპარტას მიტინგზე გამოსვლისას შეხვდა რა დროსაც ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამის შედეგების ხილვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება. არსებითად, ჩვენი ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლები ძალიან კარგია. ჩვენი ეროვნული შემოსავალი, დასაქმება, წარმოება და ექსპორტი არის უმაღლეს დონეზე. ინფლაციის შემცირებისას ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უკეთ ვიგრძნოთ ამ დადებითი შედეგის სურათი ეკონომიკაში“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის ინდუსტრიაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თურქეთი არის მსოფლიოში 3 საუკეთესო ქვეყანას შორის უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) თვალსაზრისით და ერთ-ერთი იმ 4 ქვეყნიდან, რომელსაც მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების (KAAN) წარმოება შეუძლია.  



მსგავსი ინფორმაციები