მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთიდან ერაყში

მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთიდან ერაყში

2115116
მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთიდან ერაყში

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი დღეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში უსაფრთხოების საკითხებზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, ფიდანი გაემგზავრება ბაღდადში თურქეთსა და ერაყს შორის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მოლაპარაკებების შემდგომ შეხვედრაზე დასასწრებად, რომელსაც ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუად ჰუსეინი მასპინძლობს.

ფიდანის გარდა, დელეგაციაში, რომელიც ერაყში გაემგზავრება, იქნებიან ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალინი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მუნირ ქარალოღლუ.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის, უსაფრთხოების და სამხედრო თანამშრომლობის თაოსნობით ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები