ჰაქან ფიდანი აფრიკელ საგარეო საქმეთა მინისტრებს და რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა

ჰაქან ფიდანი აფრიკელ საგარეო საქმეთა მინისტრებს და რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა

2110368
ჰაქან ფიდანი აფრიკელ საგარეო საქმეთა მინისტრებს და რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი შეხვდა აფრიკელ საგარეო საქმეთა მინისტრებს და რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს ანტალიის მე-3 დიპლომატიური ფორუმის (ADF) 2024 ფარგლებში, რომელიც 1-3 მარტს გაიმართა.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, ჰაქან ფიდანმა წარმომადგენლებთან მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა შეიმუშავა აფრიკის ქვეყნებთან სისტემატური და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის მოდელი და განაცხადა, რომ ურთიერთობები ეფუძნება თანაბარი პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

მისი თქმით, თურქეთს აქვს საელჩოები აფრიკის 44 ქვეყანაში და კონტინენტთან ვაჭრობის მოცულობა აღემატება 40 მილიარდ დოლარს, ხოლო თურქეთის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა რეგიონში 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მან დასძინა, რომ აფრიკა ჯერ კიდევ არის "ნეო-კოლონიალურ" ძალებს შორის ბრძოლის არეალი და ყურადღება გაამახვილა კონტინენტისადმი თურქეთის მხარდაჭერაზე ისეთი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცა  უსაფრთხოების რისკები, საკვების ხელმისწავდომობა და დავალიანება, განვითარება.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფრიკის პრობლემების გადაწყვეტა კონტინენტზე უნდა მოიძებნოს და გაიმართება თურქეთ-აფრიკის მინისტერიალის მესამე კონფერენცია.

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობდა აფრიკის კონტინენტიდან 9 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური და 25 საგარეო საქმეთა მინისტრი.



მსგავსი ინფორმაციები