პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე ორმხრივ შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტზე ორმხრივ შეხვედრებს მართავს

2009971
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე ორმხრივ შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტზე ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ერდოღანი დღეს ნატოს ლიდერთა შეხვედრის პირველ სესიაზე სიტყვით გამოვა. იგი დღეს ოფიციალურ ვახშამზე ლიდერებსაც შეხვდება.

პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ნატოს ლიდერთა შეხვედრის მეორე სესიას და ნატო-უკრაინის კომისიის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა სხდომას დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

თურქეთის პრეზიდენტი, რომელმაც ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა სამიტის ფარგლებში, შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონს და გერმანიის პრემიერ- მინისტრ ოლაფ შოლცს.

დღესვე დაგეგმილია პრეზიდენტი ერდოღანის შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

გათვალისწინებულია ხვალ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან და სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის გამართვა სამიტის ტერიტორიაზე.


საკვანძო სიტყვები: #სამიტი , #ნატო , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები