ჩავუშოღლუ: „სომხეთისგან შეცდომის გამოსწორებას ველით“

ჩავუშოღლუ: „სომხეთისგან შეცდომის გამოსწორებას ველით“

1989918
ჩავუშოღლუ: „სომხეთისგან შეცდომის გამოსწორებას ველით“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სომხეთში გახსნილ ნემესისის ძეგლთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენთვის მიუღებელი ნაბიჯი იყო იმ ტერორისტების ძეგლის დადგმა, რომლებმაც მოწამეობრივად დახოცეს ჩვენი ჯარისკაცები და დიპლომატები სომხეთში. ჩვენ ველით, რომ სომხეთი გამოასწორებს ამ შეცდომას“.

ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება გუშინ, ანტალიაში გააკეთა.

„მიუღებელი ნაბიჯია სომხეთში ძეგლების დადგმა იმ ტერორისტებისთვის, რომლებმაც ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი ჯარისკაცები და ოსმალეთის პერიოდში ჩვენი დიპლომატები დახოცეს. ჩვენც მივიღეთ გარკვეული ზომები, დავკეტეთ ჩვენი საჰაერო სივრცე მესამე ქვეყნების თვითმფრინავებისთვის. ჩვენ ველით, რომ სომხეთი გამოასწორებს ამ შეცდომას. ნორმალიზაციის პროცესში  სომხეთისთვის არანაირი წინაპირობა არ დაგვიყენებია. ჩვენ არ გვითქვამს, დაანებეთ თავი ამ შეთითხნილ გენოციდის ბრალდებებს, ამიტომ მათაც არ აქვთ უფლება რაიმე სახის წინაპირობა წამოგვიყენონ. საბოლოოდ ტერორისტების ძეგლის დადგმა მიუღებელი ნაბიჯია. ჩვენც გადავდგით გარკვეული საპირისპირო ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუ ისინი არ გამოასწორებენ ამ შეცდომას, ჩვენც გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს. მაგრამ, ხანგრძლივი მშვიდობისთვის სომხეთი გულწრფელი უნდა იყოს. ლაჩინის დერეფანში პროვოკაციების მიტოვება უნდა მოხდეს. აუცილებელია უარი თქვან ქმედებებზე და პროვოკაციებზე, როგორიცაა ჯარისკაცების ან იარაღის უკანონო გაგზავნა ყარაბაღში“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები