19 მაისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

19 მაისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

1988304
19 მაისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

ახალგაზრდობის კვირეული და 19 მაისის ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით.

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის კვირეულისა და 19 მაისის ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულის ფარგლებში კულტურულ, მხატვრულ და სპორტულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტებთან, უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო დაწესებულებებთან ერთად 15-21 მაისს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობს.

ღონისძიებების ფარგლებში, წარმომადგენელი ახალგაზრდები თურქეთის 81 პროვინციიდან, ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანიდან, პირველად დედაქალაქ ანკარაში შეიკრიბებიან.

ახალგაზრდების წარმომადგენლები ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს (TBMM) და საპრეზიდენტო კომპლექსს ეწვევიან.



მსგავსი ინფორმაციები