შანლიურფასა და ადიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

შანლიურფასა და ადიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1960387
შანლიურფასა და ადიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ორი დღეა, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, შანლიურფას და ადიამანის პროვინციებში ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ზონაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, წყალდიდობის შედეგად შანლიურფაში 13, ხოლო ადიამანში 2 ადამიანი დაიღუპა. დაკარგული ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

რეგიონებში ძლიერი წვიმის შესახებ გაფრთხილებაა გაცემული.



მსგავსი ინფორმაციები