აქარი თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

აქარი თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1940742
აქარი თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა დედაქალქ ანკარაში, ერაყის ჩრდილოეთით თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „დროდადრო ხდება შევიწროებები და თავდასხმები. ამდაგვარი თავდასხმების და შევიწროვებების განმახორციელებლებს კი ადეკვატურ პასუხს დაუყონებლივ ვცემთ. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ განეიტრალება უკანასკნელი ტერორისტი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სირიის და ერაყის ჩრდილოეთში, მუდმივად მზარდი ინტენსივობით, მზარდი ტემპით, რათა გავანადგუროთ იქ არსებული ყველა ტერორისტი. მიუხედავად ძლიერი სიცივისა და დიდი თოვლისა, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ დიდი გმირობით, მზარდი მონდომებითა და ძალისხმევით. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალდება“.



მსგავსი ინფორმაციები