ფაჰრეთთინ ალთუნი The Economist-ს მკაცრად აკრიტიკებს

ფაჰრეთთინ ალთუნი The Economist-ს მკაცრად აკრიტიკებს

1935491
ფაჰრეთთინ ალთუნი The Economist-ს მკაცრად აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფაჰრეთინ ალთუნი გამოეხმაურა ჟურნალ, The Economist-ის გარეკანს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შესახებ მიძღვნილ სათაურს და მკაცრად გააკრიტიკა. ფაჰრეთთინ ალთუნის სოციალური ქსელის მეშვეობით საკითთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „თავიდან დაიწყეს თითქოს და თურქეთის შესახებ რჩევების მიცემა. კლიშეებით, დეზინფორმაციითა და ამპარტავნული პროპაგანდით თურქეთის დემოკრატიისთვის ლაქის დადებას აპირებენ. ისინი, ამით ცდილობენ, მარკეტინგული პრობლემების აღმოფხვრას და ჟურნალის გაყიდვების რაოდენობის გაორმაგებას. თუმცა, მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ყალბი ჟურნალისტიკა, რომელიც დაფუძნებულია იაფფასიან პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე. ყველამ კარგად იცის, რომ თურქმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიის, თანასწორობისა და თავისუფლებისადმი, მათ შორის 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ-ს წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ერდოღანმა მოუწოდა მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაეწიათ პუტჩისტებისთვის. ჩვენი ერის პასუხი ამ მოწოდებაზე შეიძლება ითქვას, რომ საუკუნის გაკვეთილი იყო. The Economist-ის გარეკანზე გამოქვეყნებული სათაურის მსგავსი, ყოველი არჩევნების წინ ჩნდება დიდწილად. ეს გამოწვეულია მათი აუხსნელი და დაუსრულებელი სიძულვილით ჩვენი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მრავალი გამარჯვება მოიპოვა“.


საკვანძო სიტყვები: #კრიტიკა , #The Economist , #ფაჰრეთთინ ალთუნი

მსგავსი ინფორმაციები