შინაგან საქმეთა მინისტრი გასული წლის ანტიტერორისტულ ანგარიშს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გასული წლის ანტიტერორისტულ ანგარიშს აქვეყნებს

1927609
შინაგან საქმეთა მინისტრი გასული წლის ანტიტერორისტულ ანგარიშს აქვეყნებს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ გასულ წელს განხორციელებული 130 981 ანტიტერორისტული ოპერაციით 129 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.  სულეიმან სოილუმ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით მესიჯი გავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაგრძელდება. ღმერთის წყალობით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავზე არც ერთი ტერორისტი არ დარჩება ჩვენი ქვეყნის საზღვრების შიგნით“.  

მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, განადგურებულ იქნა 1190 ბუნკერი და თავშესაფარი იარაღებით და სხვა საკვები/საარსებო მასალებით.

სულეიმან სოილუ სოციალური მედიის მეშვებით გავრცელებულ განცხადებაში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ტერორისტული ინციდენტები წინა წელთან შედარებით 21 პროცენტით შემცირდა და სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს 125 წევრი დარწმუნების საფუძველზე ჩაბარდა სამართალდამცველებს.



მსგავსი ინფორმაციები