ჩავუშოღლუ: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის აგრესიას“

მევლუთ ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1865060
ჩავუშოღლუ: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის აგრესიას“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი მკაცრად გმობენ ისრაელის აგრესიას ღაზასა და პალესტინელების წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ დედაქალაქ ანკარაში გამართულ ელჩების მე-13 კონფერენციაზე ისაუბრა.

„ისრაელის თავდასხმები ღაზაზე და ფანატიკოსი ებრაული ჯგუფების მცდელობები ალ-აქსას მეჩეთში შეჭრისთვის მიუღებელია. მკაცრად ვგმობთ ისრაელის მიერ ჩადენილ ამ ქმედებებს. წუხელ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი უნდა იყოს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მეორეს მხრივ, მინისტრმა ჩავუშოღლუმ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს,  გლობალურ სასურსათო კრიზისზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ისეთი მოვლენები, როგორიცაა სტამბულის შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გლობალური სასურსათო კრიზისის გადასაჭრელად და შეთანხმების განხორციელება, ჩვენი დიპლომატიის გლობალური გამოფენა გახდა“.

მან ბოლოს სომხეთის მხრიდან ბოლო დროს ჩადენილი პროვოკაციული ქმედებებიც შეაფასა და აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა.



მსგავსი ინფორმაციები