პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ ზახორში განხორციელებული თავდასხმა შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ ზახორში განხორციელებული თავდასხმა შეაფასა

1859348
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ ზახორში განხორციელებული თავდასხმა შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-სთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა, ერაყში ქალაქ ზახოში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ბოლო თავდასხმა, რომლის დროსაც 9 სამოქალაქო პორი დაიღუპა, შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან განხორციელებული ეს თავდასხმა, ჩვეულებრივი სხვა ტერორისტული აქტების მსგავსია.

„ეს, PKK/YPG-PYD-ს ჩვეულებრივი ტერორისტული აქტია. ეს ჩვენთვის უცხო არ არის. მათი ქმედებების შესახებ როგორც ამერიკელებს, ასევე რუსებსაც და რა თქმა უნდა ჩვენს ერაყელ მეგობრებსაც ვუთხარით.  ჩვენ მათ ვუთხარით, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არ შეიძლება თურქეთმა მეგობრების და ძმების წინააღმდეგ ასეთი ქმედება განახორციელოს. ჩვენ არ შეგვიძლია მსგავსი რამ. მაგრამ, ეს ტერორისტული ორგანიზაციების ერთ-ერთი ჩვეულებრივი ქმედებაა. ამ ყველაფრის მიზანი, თურქეთსა და ერაყს შორის პოზიტიური მოვლენების ჩაშლაა“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები