პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ის კვლავ იქნება პრეზიდენტის კანდიდატი

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წელს უნდა ჩატარდეს

1840710
პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ის კვლავ იქნება პრეზიდენტის კანდიდატი

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი 2023 წლის ივნისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იქნება  კანდიდატი. ერდოღანმა ამის შესახებ, თავისი პარტიის (სამართლიანობის და განვითარების პარიის)  იზმირის პროვინციული მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, 2023 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) და  ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის  (MHP) ალიანსის, „სახალხო ალიანსი“ (თურქ. Cumhur İttifakı) კანდიდატი იქნება.  



მსგავსი ინფორმაციები