როდის დაიწყებს თურქეთი სამხრეთ საზღვარზე მორიგ ოპერაციას?

საკითხი ეროვნული უშიშროების სხდომაზე იქნა განხილული

1833254
როდის დაიწყებს თურქეთი სამხრეთ საზღვარზე მორიგ ოპერაციას?

ეროვნული უშიშროების საბჭომ (MGK) განაცხადა, რომ თურქეთის სამხრეთ საზღვარზე განხორციელებული ოპერაციები ეროვნული საჭიროებების აუცილებლობაა და ასევე მეზობლების სიმშვიდეს უზრუნველყოფს.

ეროვნული უშიშროების საბჭო გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გაიმართა.

საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა: „ჩვენი ქვეყნის სამხრეთ საზღვრებზე განხორციელებული და განსახორციელებელი ოპერაციები არ ეხება ჩვენი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების აუცილებლობა. ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას ტერორიზმის მხარდაჭერით, შეწყვიტონ ეს დამოკიდებულება და გაითვალისწინონ თურქეთის უსაფრთხოების სენსიტიურობა. თურქეთი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს საერთაშორისოს კანონმდებლობებს და ითვალისწინებს ალიანსის სულისკვეთებას, იგივე პასუხისმგებლობას და გულწრფელობას მოელის თავისი მოკავშირეებისგან“.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმდინარე კვირის ორშაბათ დღეს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის სამხრეთ საზღვარზე განსახორციელებელი შესაძლო ახალი ოპერაციის შესახებ განაცხადა: „ჩვენ უახლოეს ხანში ახალ ნაბიჯებს გადავდამთ იმ სამუშაოში, რომელიც დავიწყეთ და რომელიც გულისხმობს თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნას. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაზე მუდმივი თავდასხმების ცენტრს და ამიტომაც უსაფრთხოების ზონების შექმნა ჩვენი ოპერაციული პრიორიტეტია, ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის. ეს ოპერაციები დაიწყება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ძალები შესაბამის სამზადის დაასრულებენ“.  



მსგავსი ინფორმაციები