ფაჰრეთთინ ალთუნმა  თურქეთსა და ალჟირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შეაფასა

ფაჰრეთთინ ალთუნმა  თურქეთსა და ალჟირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შეაფასა

1828095
ფაჰრეთთინ ალთუნმა  თურქეთსა და ალჟირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შეაფასა

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთი და მისი ინსტიტუტები დღითიდღე ძლიერდება, ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სწორი და ძლიერი დიპლომატიის წყალობით.

ფაჰრეთთინ ალთუნმა,  თურქეთსა და ალჟირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შეაფასა. ალთუნმა სოციალური ქსელის მეშვეობით საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „დედაქალაქ ანკარაში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნის თანდასწრებით ორ ქვეყანას შორის, ხელი მოეწერა ბევრ შეთანხმებას, მათ შორის სამთო, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურისა და თავდაცვის მრეწველობის სფეროებში, რაც გააძლიერებს, თურქეთსა და ალჟირს შორის ურთიერთობას. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის კრიზისებს, ჩვენი ქვეყნის მიერ ადრესატ ქვეყნებთან გაფორმებული ეს შეთანხმებები, ჩვენი პრეზიდენტის წარმატებული ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ეს ასევე ჩვენი ქვეყნის პრინციპულ საგარეო პოლიტიკაზეც არის დამოკიდებული“.



მსგავსი ინფორმაციები