„ჩანაქკალეს ხიდი 1915“ ხვალ იხსნება

„ჩანაქკალეს ხიდი 1915“ ხვალ იხსნება

1797378
„ჩანაქკალეს ხიდი 1915“ ხვალ იხსნება

„ჩანაქკალეს ხიდი 1915“-ის მშენებლობა დასრულდა და მის გახსნა, ხვალ პრეზიდენტ, რეჯეფ თაოფ ერდოღანის მონაწილეობით, 18 მარტი ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების 107-ე წლისთავზე განხორციელდება.

4608 მეტრის სიგრძის ჩანაქკალეს ხიდი, რომელიც ცნობილია როგორც „სიმბოლოების ხიდად“ თავისი მახასიათებლების გამო და „მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდია“, გამოირჩევა თავისი საინჟინრო დეტალებით.

ხიდი, აზიაში ჩანაქკალეს ოლქის ლაფსეკის რაიონის სოფელ შექერქაიადან ევროპულ ნაწილში მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულის სუთლუჯას შორის არის გადგმული, რომელზეც ავტომაგისტრალი გადის რა, ეს გახლავთ დარდანელის სრუტეზე გადებული პირველი ხიდი, რომელიც ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდიცაა.

ხიდის 2023 მეტრიანი შუა ნაწილი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს მიუთითებს, ხოლო მისი 318 მეტრიანი ფოლადის კოშკები სიმბოლოა 1915 წლის 18 მარტის, როდესაც ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლის გამარჯვება იქნა მოპოვებული.

წითელ და თეთრი ფერებში წარმოდგენილი  კოშკები, თურქეთის დროშას. ხიდი ზღვის დონიდან 334 მეტრს აღწევს რა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკების მქონე დაკიდული ხიდი გახლავთ.  


საკვანძო სიტყვები: #გახსნა , #„ჩანაქკალეს ხიდი 1915“

მსგავსი ინფორმაციები