ერდოღანი ანკარაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

ერდოღანი ანკარაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

1762258
ერდოღანი ანკარაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს ევროკავშირს  სტრატეგიულ პრიორიტეტად ხედავს, მიუხედავად ყველა უსამართლობისა, რომელსაც ისინი აწყდებიან.

პრეზიდენტმა ამის შესახებ, ანკარაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მათ სურთ ევროკავშირთან ურთიერთობების დამყარება უფრო მყარ ნიადაგზე, ისწრაფვიან დიალოგისა და დიპლომატიისკენ, რათა პოზიტიური დღის წესრიგი პრაქტიკაში განახორციელონ გაწევრიანების პერსპექტივის საფუძველზე და სწორედ ამის ფარგლებში ატარებენ მაღალი დონის დიალოგსა და უსაფრთხოების შეხვედრებს, მათ შორის კლიმატის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და ჯანმრთელობის სფეროებში. მისი თქმით, ისინი ვერ ხედავენ იმ პასუხს, რასაც ევროკავშირისგან ელოდნენ ყველა ამ ნაბიჯზე.

ერდოღანმა ელჩებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ მათ უნდა მიაღწიონ პროგრესს ვიზალიბერალიზაციისა და საბაჟო კავშირის კუთხით რა, ამ საკითხთან მიმართებაში თურქეთი ყველა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს.



მსგავსი ინფორმაციები