პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას მიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა ერს საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ

1750264
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას მიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა ერს საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

მან თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე (TBMM) განხილვის შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ქვეყანას მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იგი სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის და ერისთვის.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბიუჯეტი მასში შესული 67 სტრატეგიული პროგრამით, ხელს შეუწყობს თურქეთის ზრდის მიზნებს ინვესტიციების, დასაქმების, წარმოებისა და ექსპორტის გზით.

„ჩვენი ბიუჯეტი გამოირჩევა ინოვაციური და გარემოსდაცვითი ასპექტებით. ჩვენ განვახორციელებთ 2022 წლის ბიუჯეტს ისე, როგორც დღემდე, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის მიზნებს და ჩვენი ერის კეთილდღეობას იმ შემოსავლებისა და ხარჯების ცხრილების ფარგლებში, რაც ჩვენ დავადგინეთ." განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს ეკონომიკა, რომელმაც ბოლო 19 წლის განმავლობაში საშუალოდ 5,1 პროცენტიან ზრდას მიაღწია.

ერდოღანმა თქვა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მიაღწიონ ისეთივე წარმატებას ეკონომიკაში, როგორ წარმატებასაც მიაღწიეს დემოკრატიაში, განვითარებაში, უსაფრთხოებასა და დიპლომატიაში.



მსგავსი ინფორმაციები