ბულგარეთის ელჩი  საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ბულგარეთის ელჩი  საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

1735858
ბულგარეთის ელჩი  საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ბულგარეთის ელჩი ანკარაში, ანგელ ჰრისტოვ ჩოლაკოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს  და უარყვეს ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბულგარეთში ამომრჩევლები თურქეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ იყო მიმართული და მათ საშინაო საქმეებში ჩაერივნენ.  

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 14 ნოემბერს ბულგარეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში თითქოს და თურქეთი ჩაერია, რის თაობაზეც სოფიაში თურქეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, ანკარამაც შესაბამისი ნაბიჯი გადადგა და ბულგარეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩოლაკოვს აცნობეს, რომ ბულგარეთის არჩევნების ფარგლებში თურქეთში ბულგარეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემისას ყველანაირი თანამშრომლობა განხორციელდა და შესაბამისი პირობები იყო უზრუნველყოფილი. ბრალდებები, რომ ამომრჩევლები მიმართული იყო თურქეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ და რომ ისინი ერეოდნენ მათ შიდა საქმეებში, ეს აბსურდულია.

სამინისტროში, ბულგარეთის ელჩს სოფიაში, თურქეთის საელჩოს წინ განხორციელებულ არასათანადო აქციების შესახებაც აუწყეს და მათი მტკივნეული დამოკიდებულება გამოხატეს.



მსგავსი ინფორმაციები