ერდოღანი: „ჩვენ საბურღ ფლოტს  მეოთხე გემი დავამატეთ“

ერდოღანი: „ჩვენ საბურღ ფლოტს  მეოთხე გემი დავამატეთ“

1735207
ერდოღანი: „ჩვენ საბურღ ფლოტს  მეოთხე გემი დავამატეთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის საბურღ ფლოტს მეოთხე გემი დაემატა. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP)  დიდ ეროვნულ მეჯლისში არსებული ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თურქეთი კვლავ აგრძელებს საძიებო და საბურღ საქმიანობას ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში 3 ღრმა წყლების საბურღი გემით და 2 სეისმური კვლევის გემით. ჩვენ საბურღ ფლოტს დავამატეთ მეოთხე გემი. უფრო მეტიც, ეს ხომალდი, სხვებისგან განსხვავებით, არის მეშვიდე თაობა, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით, არის სრულიად ახალი გემი, რომელსაც ჩვენ პირველად გამოვიყენებთ. ამ გემით, რომელიც 238 მეტრი სიგრძის და 42 მეტრი სიგანისაა, ჩვენ შევძლებთ 3665 მეტრამდე გაბურღვას.  მადლობა ღმერთს, ჩვენ მივაღწიეთ შესაძლებლობას ვიმოქმედოთ საზღვრებს გარეთ. ჩვენი ქვეყნის დიდი საბურღი ფლოტით, რომელიც ახლა გვაქვს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ფლოტი , #საბურღი გემი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები