პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთ-აფრიკის ეკონომიკისა და ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

"თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (Türk Konseyi) ხელმძღვანელობით აფრიკის ქვეყნებს ვაქცინით დახმარებას გავუწევთ."

1723732
პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთ-აფრიკის ეკონომიკისა და ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (Türk Konseyi) ხელმძღვანელობით აფრიკის ქვეყნებს ვაქცინით დახმარებას გაუწევენ.

ერდოღანმა ამის შესახებ, სტამბოლში გამართულ, თურქეთ-აფრიკის ეკონომიკისა და ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს შორის გულწრფელი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. აფრიკის კონტინენტის მასშტაბით ჩვენმა ინვესტიციების ღირებულებამ 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი ვაჭრობა რეგიონთან 2020 წლის ბოლოსთვის 25,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ჩვენი მიზანია ეს რიცხვი ჯერ 50 მილიარდ შემდეგ კი 75 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. აფრიკელი ხალხები მარტო დარჩნენ ჯანმრთელობის  კრიზისის წინაშე. მათ პანდემიის წინაშე ბრძოლაში ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს. თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (Türk Konseyi) ხელმძღვანელობით ჩვენ ვგეგმავთ ვაქცინაციით დახმარება გავუწევთ კონტინენტის ქვეყნებს. სახელმწიფოებს შორის არის 44 აფრიკული ქვეყანა, სადაც ჩვენ ვაწვდით სამედიცინო აღჭურვილობას და შესაბამის მასალებს. ამ რთულ პერიოდში ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად  ვაქცინის საკითხს მხოლოდ ფინანსური ინტერესებით მივუდგეთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები