თურქეთმა საბერძნეთ-ეგვიპტის და კვიპროსის ბერძნული მხარის ერთობლივი დეკლარაცია გააკრიტიკა

თურქეთმა საბერძნეთ-ეგვიპტის და კვიპროსის ბერძნული მხარის ერთობლივი დეკლარაცია გააკრიტიკა

1722347
თურქეთმა საბერძნეთ-ეგვიპტის და კვიპროსის ბერძნული მხარის ერთობლივი დეკლარაცია გააკრიტიკა

თურქეთმა, საბერძნეთ-ეგვიპტის და კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერების მიერ გუშინ ჩატარებული სამთა სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი დეკლარაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში როგორც საკუთარი, ასევე ჩრდილოეთ კვიპროსელი თურქების უფლებებს ბოლომდე დაიცავენ.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „საბერძნეთის, ეგვიპტის და კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერების მიერ ჩატარებული სამთა სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი დეკლარაცია, არის მათი მტრული პოლიტიკის ახალი გამოვლინება თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (KKTC) მიმართ. დეკლარაციის საწინააღმდეგოდ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონში დაძაბულობის მთავარი წყარო საბერძნეთ-კვიპროსის ბერძნული მხარის დუეტის მაქსიმალისტური და უკანონო საზღვაო პრეტენზიები და კვიპროსელი თურქების იგნორირებაა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთის კონტინენტური შელფის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პასუხი აუცილებლად გაეცემა ყველას. ასევე ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რეგიონში როგორც ჩვენი, ასევე ჩრდილოეთ კვიპროსელი თურქების უფლებები ბოლომდე იქნება დაცული.“

მეორეს მხრივ, თურქეთის საგარეო უწყება თავის განცხადებაში ზემოთ ხსენებული ქვეყნების მხრიდან თურქეთსა და ლიბიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გაკეთებულ შეფასებებსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ მათი ამდაგვარი დამოკიდებულება, ლიბიის ინტერესებისა და სუვერენიტეტის მიმართ  უპატივცემულობაა.    



მსგავსი ინფორმაციები