ერდოღანი თურქ ახალგაზრდებს შეხვდა

მათ 2053 წლის ხედვის პრიორიტეტები გააცნოთ

1717779
ერდოღანი თურქ ახალგაზრდებს შეხვდა

სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ ადანაში მყოფმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, გუშინ საღამოს,  81 ოლქის სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მათ ახლახანს დაამტკიცეს პარიზის კლიმატის შეთანხმება და მის ფარგლებში დაიწყეს მწვანე განვითარების რევოლუციის ცხოვრებაში გატარება, რაც 2053 წლის ხედვის პროგრამით, მათი პირველი და უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა იქნება ახალგაზრდებისათვის. ”როგორც ყველა სხვა საკითხში, ჩვენ უდიდეს მხარდაჭერას ვიღებთ ახალგაზრდებისგან მწვანე განვითარების რევოლუციის საკითხშიც და ვიმედოვნებ, რომ როგორც სხვა სფეროებში, ჩვენ წარმატებებს მივაღწევთ კლიმატური ცვლილების პროცესით გათვალისწინებული  მწვანე განვითარების რევოლუციის რეალიზებაშიც. ჩვენ ამ წარმატებას და განვითარებას მივაღწევთ ბუნების ბალანსის დაცვით რა, მის ყველა შესაძლებლობებს გონივრულად გამოვიყენებთ,” ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და იქვე დაამატა: ”მე მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იფიქრონ 2053 წლის ხედვაზე, რომელშიც მკაფიოდ და ნათლად ვაჩვენეთ ჩვენი პირველი მიზნები, რაც გამოიხატება ეროვნული ტექნოლოგიის უფრო მაღალ დონეზე აყვანასა და მწვანე რევოლუციის განვითარების ათვისებაში. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი იწყება ოცნებით, ხოლო შემდეგი ნაბიჯი კი, ამ ოცნების ეტაპობრივი განხორციელებაა“


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები