ჩავუშოღლუ ლიბიის საკითხზე გერმანიაში გამართულ კონფერენციას დაესწრო

ჩავუშოღლუ ლიბიის საკითხზე გერმანიაში გამართულ კონფერენციას დაესწრო

1663704
ჩავუშოღლუ ლიბიის საკითხზე გერმანიაში გამართულ კონფერენციას დაესწრო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ლიბიის საკითხზე გამართულ ბერლინის მეორე კონფერენციაზე ხაზი გაესვა ლიბიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

მინისტრმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და გერმანიის თანათავმჯდომარეობით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლიბიის საკითხზე გამართულ ბერლინის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ასევე ნათქვამია: „ხაზგასმით ავღნიშნეთ, რომ გავაგრძელებთ ლიბიის მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.“

გაეროსა და გერმანიის მასპინძლობით, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის თურქეთის, მონაწილეობით გამართულ ლიბიის საკითხის მეორე კონფერენციაზე განხილული იქნა ლიბიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემები.

ლიბიის კრიზისის მოსაგვარებლად კონფერენცია პირველად 2020 წლის 19 იანვარს გაიმართა. რიგით მეორე კონფერენციას დაესწრნენ ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ ელ მენფი, პრემიერი აბდულჰამიდ დიბეიბე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და ლიბიასთან დაკავშირებული ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.



მსგავსი ინფორმაციები