თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 223 238 ტესტი ჩატარდა

57 ადამიანი გარდაიცვალა

1662890
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 223 238 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 49 293-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 223 238 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 565  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 6 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 57 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 381 736-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 242 945 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 5 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები