თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 219 290 ტესტი ჩატარდა
4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1657897
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 48 795-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 219 290 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 428 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 626 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 74 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 336 073-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 206 836 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.