პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტით გაემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტით გაემგზავრება

1656267
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტით გაემგზავრება

სტამბოლში მეჩეთის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ 14 ივნისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართი ნატოს სამიტისა და ორმხრივი შეხვედრების შემდეგ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში ფუზულიში ჩავა, შემდეგ კი შუშაში შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ისინი ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას.

”განსაკუთრებით ნაღმების საკითხზე, მათ, ვისაც ამ საკითხთან კავშირი აქვთ, ვეტყვით: ”მოდით, საჭირო დახმარება გაუწიეთ ამ საკითხში, ჯერ ეს საქმე მოვაგვაროთ.” -განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები