ლიდერების 23 აპრილის გზავნილები

ლიდერების 23 აპრილის გზავნილები

1626987
ლიდერების 23 აპრილის გზავნილები
devlet bahceli.jpg
kilicdaroglu.jpg

რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარემ ქილიჩდაროღლუმ 23 აპრილი ბავშვებთან ერთად ონლაინ რეჟიმში აღნიშნა.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ სოციალური ქსელით გაავრცელა თურქეთში და საზღვარგარეთ მყოფ ბავშვებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო.

ქილიჩდაროღლუ, საბერძნეთში ქალაქ გუმულჯინეში (კომოტინი) მცხოვრებმა ბავშვმა თავის ქალაქში მიიწვია, რაზეც მან თანხმობა განაცხადა.

შეხვედრის დროს, ქილიჩდაროღლუ სხვა ბავშვებმაც მიიწვიეს იმ პროვინციებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ეროვნული მოძრაობის პარტიის (MHP) თავმჯდომარემ, ბაჰჩელიმაც მიულოცა „თვითერით“ გავრცელებულ გზავნილში ბავშვებს 23 აპრილის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაული.

მან აღნიშნა, რომ 1920 წლის 23 აპრილს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო უახლეს ისტორიაში და დაამატა: ”ამ თარიღის შემდეგ სიტყვა და გადაწყვეტილებები პირადად და ფაქტობრივად თურქი ერის ხელში გადავიდა. ეროვნული ბრძოლის უტყუარი სამოქმედო გეგმა შედგენილი იქნა პარლამენტის ურყევი გადაწყვეტილებით.“


საკვანძო სიტყვები: #23 აპრილი

მსგავსი ინფორმაციები