ბალიქესირისა და მუღლას ღია წყლებში 40 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს

ბალიქესირისა და მუღლას ღია წყლებში 40 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს

1621978
ბალიქესირისა და მუღლას ღია წყლებში 40 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს

ბალიქესირისა და მუღლას სანაპიროებთან, საბერძნეთის სანაპირო უსაფრთხოების ძალების მიერ თურქულ ტერიტორიულ წყლებში იძულებით შეყვანილი 40 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს.

ეგეოსის ზღვაში, აივალიქის რაიონის ღია წყლებში გასაბერ რეზიის ნავზე თავშესაფრის მაძიებლების ყოფნის თაობაზე შესული შეტყობინების შემდეგ სანაპირო უსაფრთხოების სამმართველოს ჯგუფები მოკლე დროში რეგიონში მივიდნენ.

34 თავშესაფრის მაძიებელი, რომლებსაც კუნძულ მიტილენეზე გადასვლის მცდელობისას საბერძნეთის სანაპირო უსაფრთხოების ნაწილებმა თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ უბიძგეს, კუნძულ ჯუნადს სანაპირო დაცვის სარდლობის ცენტრში გადაიყვანეს.

სანაპირო უსაფრთხოების სამმართვლოს ჯგუფებმა ასევე მუღლას მარმარისის რაიონის ღია წყლებში სამაშველო რაფტზე მყოფი 6 არარეგულარული მიგრანტი გადარჩინეს, რომელთაც საბერძნეთის სანაპირო დაცვის ნაწილებმა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლა აიძულეს.

არარეგულარული მიგრანტები პროცედურების შემდეგ პროვინციის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები