ჩავუშოღლუმ ევროკავშირის ლიდერების ანკარაში ვიზიტის დროს პროტოკოლთან დაკავშირებით ისაუბრა

ჩავუშოღლუმ ევროკავშირის ლიდერების ანკარაში ვიზიტის დროს პროტოკოლთან დაკავშირებით ისაუბრა

1617231
ჩავუშოღლუმ ევროკავშირის ლიდერების ანკარაში ვიზიტის დროს პროტოკოლთან დაკავშირებით ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა ევროკავშირის ლიდერების მათ ქვეყანაში ვიზიტის დროს მოთხოვნილი პროტოკოლი სავსებით დააკმაყოფილა.

ჩავუშოღლუმ, ქუვეითის საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ აჰმედ ნასირ მუჰამედ ეს-საბასთან დედაქალაქ ანკარაში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, 6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ანკარაში ვიზიტის დროს პროტოკოლთან დაკავშირებით საკამათო საკითხებსაც უპასუხა და განაცხადა: „თურქეთი პირველად არ ღებულობს მსგავს სტუმრებს. ყველაფერი,  თურქეთში გამართული შეხვედრების დროს პროტოკოლის წესების დაცვით და თურქეთის სტუმართმასპინძლობის ფარგლებში იყო განხორციელებული. ყველამ კარგად იცის, რომ სანამ ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, პროტოკოლის წარმომადგენლები მართავენ შეხვედრას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაც ერთობლივად ხდება, ამიტომ, თურქეთმა ევროკავშირის ლიდერების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დროს პროტოკოლის მოთხოვნები სავშებით შეასრულა.“


საკვანძო სიტყვები: #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები